|
2016-02-13 14:45:34, 670 ნახვა
საზოგადოება
რეგიონის მოსახლეობას მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაზე ინფორმაციის მიღების ახალი შესაძლებლობა უჩნდება
რეგიონის მოსახლეობას დღეიდან მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაზე ამომწურავი ინფორმაციის მიღების ახალი შესაძლებლობა უჩნდება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს რეგიონებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, გაიაროს კონსულტაცია და მარტივად ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამაში. აღნიშნული მომსახურების ერთობლივად დანერგვის მიზნით, დღეს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდოამრემ შიო ხეცურიანმა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ანა კვარაცხელიამ მოაწერეს. "რეგიონების მოსახლეობა უფრო მეტად იქნება ინფორმირებული ბიზნეს იდეების კონკურსთან დაკავშირებით და ადგილზე შეძლებს კონსულტაციის უსასყიდლოთ მიღებას. მეორე ტურის ფარგლებში ბენეფიციარები 30 ოფისში იქნებიან განტავსებულები და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან მოსახლეობას. თანამშრომლები კონსულტაცია, რა თქმა უნდა უსასყიდლოთ გაუწევენ. ისინი, ტექნიკური თვალსაზრისით დაეხმარებიან ყველა მსურველს მოიძიონ ინფორმაციას, აპლიკაციაში მუშაობის პრინციპებს აუხსნიან და სხვადასხვა კონსულტაციებს გაუწევენ", - განაცხადა ანა კვარაცხელიამ. აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის მოძიების მიზნით რეგიონულ მოსახლეობას საფასურის გადახდის გარეშე შეუძლია ისარგებლოს საზოგადოებრივ ცენტრებში არსებული კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით ან მიმართოს ცენტრის ოპერატორებს კონკრეტული, მათთვის საინტერესო კითხვებით. დაინტერესებული პირის თხოვნის საფუძველზე ასევე შესაძლებელია გადამისამართება მეწარმეობის განვითარების სააგენტოში ან პროგრამის განმახორციელებელ კონტრაქტორ ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც მოხდება პროექტთან დაკავშირებული ყველა ნიუანსის განხილვა და სახელმწიფო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“ მეტი ინფორმაციის მიწოდება. სააგენტოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა რეგიონებში ბიზნესისა და ზოგადად მეწარმეობის განვითარებას ისახავს მიზნად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ახალი მომსახურების დანერგვა ხდება უშუალოდ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მეორე რაუნდის წინ, რომელიც 2016 წლის 15 თებერვლიდან დაიწყება. შესაბამისად, რეგიონების მოსახლეობა უფრო მეტად იქნება ინფორმირებული ბიზნეს იდეების კონკურსთან დაკავშირებით და ადგილზე შეძლებს კონსულტაციის მიღებას. ღონისძიების ფარგლებში მეწარმეობის განვითარების სააგენტო 30-მდე საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლებს გააცნობს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის დეტალებს და მიაწოდებს დეტალურ ინფორმაციას პროგრამაში ჩართვის პროცედურებთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)