06:37 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-22 08:41:06, 656 ნახვა

ომი უკრაინაში
BBC - რუსებმა უკრაინის ენერგოობიექტებზე იერიში მიიტანეს

რუსებმა, "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით, უკრაინის ქალაქ სუმში ენერგეტიკულ ობიექტებს დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსეი დროზდენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მედიის ცნობით, თავდასხმის გამო, ქალაქი სუმი ელექტროენერგიის გარეშეა. 

"მტრის თავდასხმის გამო, ქალაქი სუმი ელექტროენერგიას არ იღებს. ჩვენ ველოდებით აღდგენას და პირველ რიგში, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას უზრუნველვყოფთ", - განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. 

მედიის ინფორმაციით, თავდასხმა სუმის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ შოსკასა და კონოტოპში მდებარე ზოგიერთ ენერგეტიკულ ობიექტებზეც მოხდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics