|
2016-02-12 18:11:11, 504 ნახვა
პოლიტიკა
"თავისუფალი დემოკრატები": საზმაუდან ეკა მიშველაძის გათავისუფლების ფაქტი ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა
"საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტ ეკა მიშველაძის გათავისუფლების ფაქტი ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და იგი უკავშირდება პარტია ''თავისუფალ დემოკრატებს'', - ამის შესახებ განცხადებას პოლიტიკური პარტია "თავისუფალი დემოკრატები" ავრცელებენ. პარტიის განცხადების მიხედვით, ხელისუფლების სურვილია გააკონტროლოს მედიასივრცე, რაც ნათლად გამოვლინდა ეკა მიშველაძის, ინგა გრიგოლიას, ტელეკომპანია ''რუსთავი 2'' და "მაესტროს" შემთხვევაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს ხდება საარჩევნო წელს და იმის ფონზე, რომ პრემიერმინისტრი საერთაშორისო საზოგადოებას გამჭვირვალე და სამაგალითო არჩევნების ჩატარებას ჰპირდება. "ჩვენთვის, ''თავისუფალი დემოკრატებისთვის'' ყოვლად მიუღებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ეკა მიშველაძის გათავისუფლების ფაქტი. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და იგი უკავშირდება პარტია ''თავისუფალ დემოკრატებს''. საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობის მხრიდან არაერთხელ იქნა გამოთქმული მოსაზრება, რომ ოპოზიციონერის მეუღლეს არ შეუძლია პოლიტიკური თოქ-შოუ მიყავდეს. სწორედ ეს არის დევნა პოლიტიკური ნიშნით და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ამასთან ერთად ეკა მიშველაძის გათავისუფლება შემადგენელი ნაწილია ხელისუფლების მხრიდან დაწყებული მედია სივრცის გაკონტროლების მცდელობისა. ხელისუფლების სურვილი გააკონტროლოს მედიასივრცე ნათლად გამოვლინდა ეკა მიშველაძის, ინგა გრიგოლიას, ტელეკომპანია ''რუსთავი 2'' და "მაესტროს" შემთხვევაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს ხდება საარჩევნო წელს და იმის ფონზე, რომ პრემიერმინისტრი საერთაშორისო საზოგადოებას გამჭვირვალე და სამაგალითო არჩევნების ჩატარებას ჰპირდება. მედის შეზღუდვა კი წინასაარჩევნოდ საარჩევნო გარემოს შეზღუდვას ნიშნავს. თუკი სახელმწიფომ ასეთი ზეწოლა გააგრძელა დაზიანდება, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალი ასევე საქართველოს საერთაშორისო იმიჯი", - ნათქვამია განცხადებაში.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)