14:55 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 17:09:37, 652 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიურო მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს

აღსრულების ეროვნულ ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური 2015 წლის მეორე ნახევარში, 6 თვის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოს ანგარიშს წარადგენს. 

2015 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით სამსახურმა ჯამში 1 400-ზე მეტი აქტივობა განახორციელა. 

მომზადდა 43 ანალიზი და ანგარიში, სადაც მოხდა მიმდინარე საქმეების დეტალური შესწავლა, მხარეთა ინტერესების დარღვევის იდენტიფიცირება და მათი ანალიზი, რის შემდგომაც სამსახურმა მომზადდა 121 რეკომენდაცია. მათ შორის: ერთი სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული რამდენიმე ფინანსური ვალდებულების შემთხვევაში, საფასურის გამოთვლა მოხდეს თანხების დაჯამებით. ასევე, თუკი მოვალის ფინანსური ვალდებულება ბევრად ნაკლებია, ვიდრე მისი უძრავი ქონების ღირებულება, მისი აუქციონზე რეალიზაციამდე მოხდეს ყველა სხვა რესურსის ამოწურვა ვალდებულების შესრულებისთვის, მათ შორის შუამდგომლობა  მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით. აღსრულების პოლიციას მიეცა რეკომენდაცია, რომ გამოსახლების პროცესის ჩანიშვნამდე მოხდეს მოვალის სოციალური მდგომარეობის გამოკვლევა სოციალური სააგენტოს ერთიან ბაზაში. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მხარეთა ინტერესების სამსახურის რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა გაიზიარა და პრაქტიკაში დანერგა. 

განხორციელდა 332 მისამართზე გასვლა აღმასრულებლებთან ერთად, რომლის ფარგლებშიც მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის მენეჯერები ახორციელებენ მხარეთა უფლებების განმარტებასა და კანონიერი ინტერესების დაცვას. ასევე მათი ჩართულობის ერთ-ერთი მიზანია, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი მოვალის მხრიდან ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებას.  

განხორციელდა  135  დასწრება გამოსახლებებსა და დემონტაჟზე, სადაც მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერების მხარეებთან აქტიური კომუნიკაციით, ხდება მათი ინფორმირება საქმის მიმდინარეობის შესახებ, სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, შუამდგომლობა თვითმმართველ ორგანოებთან მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით. მსგავსი აქტიური თანამშრომლობით, ხშირია გამოსახლებული ოჯახების ადგილობრივი გამგეობის მიერ  ბინის ქირით უზრუნველყოფის შემთხვევები. მხარეთა ინტერესების დაცვის მენჯერების სამართლებრივი კონსულტაციის შედეგად გაიზარდა საქმეების მორიგების გზით დასრულების მაჩვენებელი.   

მხარეებთან ჩატარდა  759 შეხვედრა, სადაც მოხდა მოქალაქეთა მიერ დასმული საკითხების შესწავლა და მათი მოთხოვნათა შესრულების  შემდგომი კოორდინაცია. მოქალაქეებთან პირადი თუ სატელეფონო კომუნიკაცია მიზნად ისახავს მხარეთა მორიგებას წარმოების ფარგლებში. მსგავსი კომუნიკაციით შედეგად, უმეტეს შემთხვევაში, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას.  

მხარეთა კანონიერ ინტერესებს შორის ბალანსის შენარჩუნების მიზნით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური 2013 წელს შეიქმნა. სამსახური აქტიურ მონაწილეობას იღებს მხარეთა ინტერესების დარღვევის რისკების მინიმალიზაციაში, ასევე მსგავსი შემთხვევების იდენტიფიკაციასა და გამოვლენაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics