|
2024-05-15 10:52:43, 426 ნახვა
საზოგადოება
ქარვისფერი და ქვევრის ღვინოების დაგემოვნება განსაკუთრებით ემოციური იყო - კანადელი სომელიე
ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კანადიდან ღვინის პროფესიონალების 17-კაციანი ჯგუფი საქართველოს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები კახეთში ღვინის მწარმოებელ კომპანიებს და საოჯახო მარნებს ესტუმრნენ, ასევე, გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას. თბილისში სპეციალურად მათთვის 20-მდე სხვადასხვა კომპანიის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა. ჯგუფის წევრების მხრიდან მაღალია ინტერესი, მოიძიონ ახალი პარტნიორები საქართველოში, რაც პირდაპირ გავლენას იქონიებს კანადის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდაზე. „ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში, ნამდვილად ლამაზ ქვეყანაში, რომელიც ასევე ცნობილია ღვინით, განსაკუთრებით კი, ნატურალური ღვინოებით. ქარვისფერი და ქვევრის ღვინის დაგემოვნება იყო განსაკუთრებული, ძალიან ემოციური გამოცდილება. ჩვენ ლამაზ ადგილებს ვეწვიეთ, დავაგემოვნეთ ტრადიციული სამზარეულოც. ძალიან გასაოცარია ასეთი ლხინი. ჩვენ დავაგემოვნეთ ღვინოები, რომლებიც ქარვისფერი ღვინის საუკეთესო ნიმუშებია მსოფლიოში“, - აღნიშნა ჯგუფის წევრმა, სომელიე ალექს მაკმაჰონმა. ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)