|
2016-02-12 13:49:34, 465 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, ნინოშვილის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ნინოშვილის ქუჩის 5000 კვადრატული მეტრის საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მარტის ბოლოს დასრულდება. როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნა გზის დაზიანებული საფარი, მოეწყობა ახალი ბორდიურები, მოიფრეზება გზის სავალი ნაწილი და დაიგება ახალი ასფალტის საფარი. „გზების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. რაიონში გვაქვს ისეთი ქუჩები და ჩიხები, სადაც გზის საფარი ათეული წლების განმავლობაში არ შეცვლილა. ჩუღურეთის რაიონის გამგეობა გეგმაზომიერად და ეფექტურად მუშაობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. ჩუღურეთის რაიონში, 2016 წლის საბიუჯეტო ასიგნებებით, გზებისა და შიდა ეზოების მოასფალტებისთვის 2 650 000 ლარია გათვალისწინებული. ამასთან, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 25 შიდა ეზოსა და 20 ქუჩის მოწესრიგებაა დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)