|
2016-02-12 11:26:30, 530 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ბოლნისის მოსახელობას „ტყის კოდექსის“ ახალი კანონპროექტი გააცნო
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიზე ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახელობას შეხვდა და „ტყის კოდექსის“ ახალი კანონპროექტი გააცნო. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი „საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციიდან“ გამომდინარე, ემყარება ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს. „საქართველოს ტყეების მართვა ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პრინციპების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. ასევე, დგინდება ტყის კატეგორიზაციის სრულიად ახლებური წესი. თითოეული კატეგორიის ტყე გამოყოფილია მისი ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე. კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს საქართველოში ტყეზე საკუთრების ახალი ფორმების შემოღება. თუ ამჟამად ტყის მესაკუთრე არის მხოლოდ სახელმწიფო, ახალი კანონის მიხედვით გვაქვს საკუთრების სამი სახე: სახლემწიფო, ადგილობრივი და კერძო საკუთრება, რაც ევროპული სტანდარტის შესაბამისია“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. შეხვედრა სატყეო პოლიტიკის სამსახურის ორგანიზებითა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)