14:36 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 19:33:25, 599 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა კრწანისის რაიონში სანიაღვრე კოლექტორის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, კრწანისის რაიონის გამგებელთან გიორგი კოპალეიშვილთან და საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილთან ერთად, სანიაღვრე კოლექტორის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და იქ მცხოვრებ მოსახლეობას გაესაუბრა. 

სამუშაოების ფარგლებში, ზემო ფონიჭალაში, ანდრო ჟორდანიას ქუჩასა და ქვემო ფონიჭალაში მდინარე მტკვრამდე მიმდინარეობს 1 225 მეტრი სიგრძის სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა. 

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. კერძოდ სრულად აღდგება სანიაღვრე სისტემა, ასევე გაიწმინდება ის დაჭაობებული ტერიტორიები, რომელიც პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.

„ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ამ უბნის მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა. საკმაოდ დიდი დასახლებაა და ამ დასახლებისთვის ეს პრობლემა აღნიშნული პროექტის განხორციელებით მთლიანად გვარდება. ჩვენ, როგორც კი პროექტი მოვამზადეთ და შესაბამისი რესურსები გაგვიჩნდა დაუყოვნებლივ დავიწყეთ სამუშაოები. პროექტს ზაფხულამდე მოვრჩებით და ამით მოსახლეობას მთლიანად სანიაღვრე და დაბინძურებული წყლის პრობლემა მოეხსნება. ერთნაირად კარგი საქმე კეთდება, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე რკინიგზისთვის და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 820 000 ლარია და ის 2016 წლის 1 ივნისს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics