|
2016-02-11 16:34:43, 513 ნახვა
პოლიტიკა
აგულაშვილი: ჩემთან საუბარში გოგი თოფაძე უარყოფს, რომ არჩევნების გაყალბებაში თინა ხიდაშელს ბრალი დასდო
გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, დეპუტატ გოგი თოფაძეს პირადად ესაუბრა და ის უარყოფს, რომ საგარეჯოს მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს ბრალი დასდო. „მე პირადად ვესაუბრე ბატონ გოგის და მან თქვა, რომ არ ადასტურებს ამ ინფორმაციას, რომ მას ასეთი რამ არ უთქვამს. შესაბამისად, რაც არ უთქვამს მას, იმედი მაქვს, თუ თქვენც მიმართავთ მას, ის საჯაროდაც დაადასტურებს ამ ფაქტს. ყოველშემთხვევაში იმას, რაც მან მე მითხრა. მე ვიღებ რა ბატონი გოგის ამ პასუხს, ჩემი პასუხი ასეთია, რაც არ ყოფილა, იმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა. შეგახსენებთ, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ვებგვერდზე გოგი თოფაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის ამბობს: „წესით და რიგით, ხიდაშელმა, მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ამ საქმისთვის თავდაცვის სამინისტროს რესურსი გამოიყენა; ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ უმსგავსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა. დღემდე ვერ გამიგია, რასთან გვაქვს საქმე: სიბრიყვესთან თუ თავხედობასთან. ხიდაშელმა თავისი უკანონო ქმედებით მთელ კოალიციას თავი მოსჭრა და ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა“, - აღნიშნავს გამოცემასთან საუბრისას გოგი თოფაძე.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)