|
2016-02-11 15:52:52, 501 ნახვა
პოლიტიკა
თამარ სანიკიძე: საპატრიარქოსთან გადაკვეთა ყოველთვის გვექნება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც „საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლების“ საგნის სტანდარტზე სამინისტრო საბოლოო კონსულტაციებს საპატრიარქოსთან გადის. სანიკიძის განმარტებით, საპატრიარქოსთან კონსულტაციებს იმ საკითხებთან დაკავშირებით მართავენ, რომელიც რელიგიას ეხება. ამასთან სანიკიძის თქმით, 2009-2010 წელს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელშიც წერია, რომ თუ სახელმწიფო მუშაობს რელიგიის საკითხებზე საგანმანათლებლო სფეროში, მაშინ ის ამ თემებზე საპატრიარქოსთანაც მუშაობს. „ ესეც არასწორი ინტერპრეტაციაა და ჩვენ უნდა დავსვათ შეკითხვები. მე ამის მომხრე ვარ, რომ შეკითხვები დავსვათ იმიტომ, რომ შეკითხვა თუ არ დაისვა, ისე არ დგინდება ჭეშმარიტება. რაც შეეხება საპატრიარქოს ჩართულობას, გადაათვალიერეთ, ან მოიკითხეთ დოკუმენტაცია 2009-2010 წელს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორისაა გაფორმებული ხელშეკრულება, რომელშიც წერია, რომ თუ სახელმწიფო მუშაობს რელიგიის საკითხებზე, საგანმანათლებლო სფეროში, მაშინ ის მუშაობს ამ თემებზე საპატრიარქოსთან. ძალიან მარტივია, ძალიან ნორმალურია. თუ ვეხებით რელიგიას, რელიგიის ისტორიას, რელიგიის საფუძვლებს, მემგონი, საპატრიარქოს ამაში კომპეტენცია გააჩნია. ჩვენ ასე ვფიქრობთ. ამიტომაც არსებობს გარკვეული ჩარჩო, რომლის ფარგლებშიდაც შეიძლება ვიმუშაოთ“, -განაცხადა სანიკიძემ. მისივე თქმით, საპატრიარქოსთან იმ საკითხებზე, რაშიც ის კომპეტენტურია, კონსულტაცია ყოველთვის ექნებათ, მითუმეტეს, რომ საპატრიარქო სკოლებისა და უნივერსიტეტების დამფუძნებელია. თუმცა, მინისტრის თქმით, საგანმანათლებლო სისტემა მთლიანად განათლების მიერ დადგენილი სტანდარტებით რეგულირდება. „ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რაიმე უნდა ვკითხოთ, ან არ უნდა ვკითხოთ. ვეხებით იმ საკითხებს, რომელშიც ძალიან კომპეტენტურია საპატრიარქო, რომელსაც აქვს განათლების ცენტრი და არ დაგვავიწყდეს, რომ საპატრიარქოსთან ყოველთვის გვექნება გადაკვეთა, რადგან საპატრიარქო არის სკოლების და უნივერსიტეტების დამფუძნებელი და შემოდის მთლიანად საგანმანათლებლო სისტემაში, რომელიც რეგულირდება განათლების მიერ დადგენილი სტანდარტებით და არა საპატრიარქოს მიერ დადგენილი სტანდარტებით, მაგრამ საპატრიარქოსთან ეს გადაკვეთა სულ იქნება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რელიგიის ნაწილი იყო ერთადეთი სიახლე, ერთადერთი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც ჩვენ იმ საგნის და საგნობრივ სტანდარტში ვთავაზობდით საზოგადოებას, მაგრამ ამ საკითხებზე მსჯელობისას და განსაკუთრებით ასაკობრივი ზღვარის გათვალისწინებისას გარკვეული შეთანხმების მიღწევა ვერ შედგა იგივე საპატრიარქოსთან, რომელზედაც ასევე შევჯერდით, რომ მაშინ რელიგიის ისტორიასთან დაკავშირებული საკითხები დავამუშავოთ ზემოთ მე-6, მე-7 კლასში, სადაც არის იგივე ჩემი საქართველო, მერე როდესაც იწყება სამოქალაქო განათლება და ასე შემდეგ. ეს იყო აბსოლუტურად ერთობლივი გადაწყვეტილება“,- განაცხადა თამარ სანიკიძერმ. მისივე ინფორმაციით, საგანს საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები დაერქმევა: „ის სტანდარტი, რომლზედაც ვმუშაობდით მე-3 მე-4 კლასელებისთვის, იქიდან ეს საკითხები მთლიანად ამოვა და ამ საგანს საბოლოო ჯამში დაერქმევა საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები, რომელიც იქნება ის საბაზო განათლება საზოგადოებრივი მეცნიერების კუთხით, რომელიც ნამდვილად გადაუდებლად გვჭირდება. ამჯერად მესამე, მეოთხე კლასში, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ ქვეყნების გამოცდილებას, ამ ქვეყნებს საზოგადოებრივი მეცნიერებები დანერგილი აქვთ სკოლამდელი განათლების ნაწილიდან“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ და დასძინა, რომ უცხო ქვეყნების და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებებს რომლებსაც მე-3, მე-4 კლასში ნერგავენ „არაფერი საერთო არ აქვთ იმ ტყუილთან, ცილისწამებასთან, რაც რამდენიმე ადამიანის მხრიდან გაჟღერდა“ ცნობისთვის, შექმნილია პეტიცია, რომელიც სკოლებში „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვებას“ ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)