|
2016-02-11 11:30:05, 623 ნახვა
საზოგადოება
პროექტი „გოგონათა კლუბი“ გურიის საზოგადოებრივ ცენტრებში ჩატარდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი” ახალგაზრდულ პროექტებს რეგიონებში განაგრძობს. ცენტრის ინფორმაციით, პროექტი „გოგონათა კლუბი“ გურიაში მდებარე სამ საზოგადოებრივ ცენტრში - ნიგოეთში, ქვემო ნატანებსა და ხიდისთავში ჩატარდა. ტრენინგებს ადგილობრივი საჯარო სკოლების 37 მოსწავლე გოგონა დაესწრო. პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა განათლების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც დგას გოგონების ცხოვრებაში. შეხვედრა მიმდინარეობდა დისკუსიის რეჟიმში და დატვირთული იყო სხვადასხვა სავარჯიშოებით. აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში გოგონებმა დასახეს მიზნის მიღწევის სტრატეგიები და წარმატებისთვის აუცილებელი ფაქტორები განსაზღვრეს. „გოგონათა კლუბი“ სსიპ „დანაშაული პრევენციის ცენტრის“ პროექტია, რომელიც თბილისში, მედიაციის სახლში უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. მისი მიზანია 14-დან 18 წლამდე გოგონათა გაძლიერება და მათი საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა. ამ პროექტის მასშტაბურობის გაზრდის მიზნით შეხვედრები იგეგმება კახეთის, ქვემო ქართლის და იმერეთის რეგიონებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში. როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)