|
2024-04-15 15:24:47, 273 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ეს კანონი არ ეხება სტუდენტებს, მეცნიერებს, შშმ პირებს ან სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს
თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ ეხება არც სტუდენტებს, არც მეცნიერებს, შშმ პირებს ან სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლის ფინანსები გამჭვირვალე არ არის. აღნიშნული თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი საკითხის კომენტირებისას განუცხადა. „ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ იმის გათვალისწინებით, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყნის მომავალს. ის ადამიანები, ვინც აღნიშნულ კანონპროექტს აპროტესტებენ, ვერანაირ არგუმენტს ვერ დებენ, თუ რატომ არის ის პრობლემა, როცა მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ის არ ეხება სტუდენტებს, მეცნიერებს, შშმ პირებს, არც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც გრანტს იღებენ. ის ეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ფინანსები არ არის გამჭვირვალე. ჩვენ ხშირად ვხდებით მოწმენი იმისა, რომ ხდება ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია რადიკალიზმთან, ექსტრემიზმთან, რევოლუციურ სცენარებთან და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს ყველაფერი რომ გამორიცხული იყოს, ამისთვისაა მნიშვნელოვანი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონი“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მისივე თქვით, ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტს აპროტესტებენ, თავის დროზე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვდნენ. „ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპროსტებენ აღნიშნულ კანონს - ესენი შეიძლება იყვნენ უცხოელები, ასევე, ქვეყნის შიგნით, იგივე ადამიანები არიან, რომლებიც რამდენიმე თვის წინ პირდაპირ მოგვიწოდებდა, რომ საქართველო მიერთებოდა სანქციებს, ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და ასე შემდეგ. ჩვენ ყოველთვის გავატარებთ ამ ქვეყნის ინტერესს. მინდა, ვუთხრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას: ხომ წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა, აქ რომ ერთი ტყვია გავარდნილიყო, მეორე ფრონტი გახსნილიყო, ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა და ასე შემდეგ. ეს იქნებოდა დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს იგივე ადამიანები, ვინც ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მოგვიწოდებდნენ, აპროტესტებენ გამჭირვალობის კანონს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს. „მესმის დღევანდელი მოცემულობის. დღეს აღნიშნული კანონპროექტის მიღება არის ქვეყნის ინტერესში, ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, დამოუკიდებელი ქვეყანა, ამისთვის იბრძოლეს ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა გმირებმა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანამ შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში, ან პარლამენტს, რომელიც უფლებამოსილია ხალხისგან, მისცეს მითითება. არ მოგწონთ აღნიშნული კანონი? აგერ, ოქტომბერში მოდის არჩევნები, ყველა პოლიტიკური პარტია და სუბიექტი იღებს მონაწილეობას. მოიგეთ არჩევნები და შეცვალეთ, ძალიან მარტივია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)