21:46 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 11:41:26, 352 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი ოპოზიციას - გსურთ დისკუსიის ჩაშლა და ამის საშუალებას არ მოგცემთ - მესმის, რომ რთულია სიმართლის მოსმენა, მაგრამ მოგიწევთ

მომხსენებელი როგორც კი იწყებს შინაარსობრივ მსჯელობას, ორ ხმაში ესაუბრებიან, ქალბატონი თინა და ქალბატონი ანა იყვნენ ახლა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედება მიუთითებს ერთადერთზე, რომ მათ სურთ დისკუსიის ჩაშლა.

"გსურთ დისკუსიის ჩაშლა და ამის საშუალებას არ მოგცემთ. დაელოდეთ, გამობრძანდით შემდგომ შეკითხვით და წარმოაჩინეთ თქვენი შეკითხვა, რა გინდათ რომ გვითხრათ. ამიტომ გთხოვთ, დაასრულებინეთ. მესმის, რომ რთულია სიმართლის მოსმენა მაგრამ მოგიწევთ", - მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხუთმა ქვეყანამ უარი თქვა რუსეთის ნაკრებთან ერთად 2027 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე
კობახიძე ბერა ივანიშვილის სარჩელის გამო ქართუმ მედიას მორიჯ ჯერზე ბრიუსელიდან ემუქრება
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics