10:01 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 23:05:07, 397 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - გაიმარჯვეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგეწონებათ - რასაც დაგავალებენ, გამოდიხართ და თუთიყუშებივით ყვირით

რატომ არის კანონი რუსული, ხომ შეიძლება ამის ახსნა, ერთი არგუმენტის მოყვანა, იმასაც ამბობენ, არგუმენტებში არ უნდა შევიდეთო, რაც სრული სიგიჟეა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ვისაც აღნიშნული კანონპროექტი არ მოსწონთ, შეუძლიათ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეცვალონ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, მისი მომავალი, რათა ვერავინ გაბედოს, საქართველოს მიუთითოს, თუ რა კანონი და გადაწყვეტილებები მიიღოს ქვეყნის შიგნით. ჩვენ მეგობრობაც ვიცით და პარტნიორობაც, მაგრამ ეს ყველაფერი აცდენილია მეგობრობას და პარტნიორობასაც. მაგას სხვა სახელი ჰქვია და არ ვიკადრებ თქმას, რაც. რამის თავი თუ გაქვთ, ხომ მოდის არჩევნები? გაიმარჯვეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგეწონებათ, მაგრამ იცით, რომ არჩევნებში თქვენი გამარჯვების შესაძლებლობა ნულს ქვემოთაა, რადგან რადიკალები ხართ, ამ ქვეყნისა და ხალხის მოძულე ხართ.

საერთოდ არ გაინტერესებთ სამშობლო და ქვეყნის ინტერესი. რასაც დაგავალებენ, გამოდიხართ და თუთიყუშებივით ყვირით. რომელმა ნორმალურმა, გონიერმა ადამიანმა შეიძლება იკადროს ის, რაც თქვენ იკადრეთ მაშინ, როდესაც მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით ამბობდით, ამ სიტყვების მოსმენას გვერჩივნა, ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო. აღარ მინდა, გავაგრძელო“, - განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics