11:42 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 12:56:37, 362 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ის, რომ გიორგი ქოჩორაშვილი ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის

გიორგი ქოჩორაშვილს გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს. ის, რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მამის, როინ ქოჩორაშვილის შესახებ რატომ გახდა საზოგადოების ნაწილის გაღიზიანების მიზეზი, კახა კალაძე პასუხობს, რომ „ამით რადიკალური დაჯგუფებები გაღიზიანდნენ". 

„ვიცით, ვინ გაღიზიანდა ამით - რადიკალური დაჯგუფებები. თუმცა, მე სიახლე არაფერი მითქვამს, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს.  ეს ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, რომ მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. რადიკალები ყველაფრის მკადრებლები არიან და გამიკვირდა ისიც რომ არ დაწერეს, თითქოს გიორგი ქოჩორაშვილზეც ვთქვი ნაციაო. 

საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს. ნახეთ, როგორი კამპანია მიმდინარეობს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ფეხბურთელების მიმართ როგორი ბულინგი მიდის. პირდაპირ ვერ ეუბნებიან, აღნიშნული კანონპროექტი შეაფასეთო. ეუბნებიან, რომ ევროპული მომავალი შეაფასეთო. ევროპული მომავალი ყველას გვინდა, ევროპული გაერთიანებაც. ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით და ვშრომობთ, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, ჩვენი კულტურით და ადათ-წესებით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა. ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები. სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი...

რაც შეეხება გიორგის, მე მასზე კომენტარი არ გამიკეთებია. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა. არასდროს მიმიცია თავისთვის უფლება, რომ საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია მასზე - გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა და როგორ, ამაზე არ ვისაუბრებ და არც თემას გავშლი. გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო მას. 

ასევე, ევროპის ჩემპიონატზე ბიჭებს უმნიშვნელოვანესი თამაშები ელით. მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ, ყველა პარტიის წარმომადგენელი. პოლიტიკაში ამ ბიჭების გამოყენება უნდათ რადიკალებს, რომ ის  სიბინძურე და ჭუჭყი, რაც გააჩნიათ,  ფეხბურთელებს შეაწმინდონ. არავის არაფერი გამოუვა. ეს რადიკალები არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, მას ამისთვის პასუხი მოეთხოვება“,- აღნიშნა თბილისის მერმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics