13:26 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 18:05:38, 518 ნახვა

საზოგადოება
27 და 28 თებერვალს თბილისის საკონცერტო დარბაზში SOLO გამართავს კონცერტს - “Chris Botti featuring Sting”

27 და 28 თებერვალს თბილისის საკონცერტო დარბაზში SOLO წარმოგიდგენთ კონცერტს - “Chris Botti featuring Sting”. გრემის მფლობელი ორი ლეგენდარული მუსიკოსი 2 საათის განმავლობაში ცოცხალი მუსიკითა და შესრულებით წარდგებიან მსმენელის წინაშე და შეთავაზებენ ჯაზის, პოპისა და როკის საინტერესო სინთეზს.

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი და შემსრულებელი სტინგი ქართველი მსმენელის წინაშე ერთი საათის განმავლობაში იმღერებს და თავისი რეპერტუარიდან ისეთ ჰიტებს შეასრულებს   როგორებიცაა - „Desert Rose”, “Every breath You Take” და “Shape of My Heart”.  კრის ბოტი და სტინგი, ასევე  ერთობლივად შეასრულებენ მსმენელისთვის ნაცნობ და საყვარელ კომპოზიციებს - “When I Fall In Love,” “Concierto de Aranjuez”, “The Very Thought of You”.  

ამერიკაში ყველაზე წარმატებული ჯაზ-ინსტრუმენტალისტი, არტისტი და მუსიკოსი კრის ბოტი, რომელიც კარგად იცნობს ქართველ მსმენელს, საქართველოში ბრუნდება. იგი ერთი საათის განმავლობაში სრულიად განსხვავებული საკონცერტო პროგრამით, ვირტუოზ ბენდთან ერთად წარსდგება. ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს. თითოეულ SOLO მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ორი ბილეთი. ბილეთის ფასი 200 ლარიდან იწყება. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.SOLO.ge ან http://facebook.com/www.SOLO.ge

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics