13:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 17:46:43, 482 ნახვა

საზოგადოება
N16 დაბალი რისკის დაწესებულება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ დაათვალიერა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა  საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს ვოლშს და მედიის წარმომადგენლებს  N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულება დაათვალიერებინა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ და სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების ადმინისტრაციული შენობა, საცხოვრებელი და სასწავლო ბლოკები, ბიბლიოთეკა, სასადილო, ასევე, გრძელვადიანი პაემნების ინფრასტრუქტურა,  სპორტული დარბაზი და მსჯავრდებულებს გაესაუბრნენ.

მათივე ინფორმაციით, ჯეიმს ვოლში დაწესებულებაში არსებული სასწავლო და სარეაბილიტაციო პროგრამებით, სამომავლოდ მათი გაფართოვების საკითხით, ასევე, დაწესებულებების დეცენტრალიზებული მართვის პრაქტიკით, მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის თემებით დაინტერესდა. საუბარი შეეხო აშშ-ს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიუროს (INL) პროექტის ფარგლებში პენიტენციური სისტემის თანამშრომელთათვის ჩატარებული ტრენინგების მნიშვნელობას. ჯეიმს ვოლში სწორედ INL-ის მუშაობის მიმართულებას კურირებს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სტუმრებს აუხსნა, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად, მზადდება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების დისტაციურად მიღების საშუალებას მისცემს.

„ გვყავს რამდენიმე მსაჯავრდებული, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და გრანტებიც მოიპოვეს, მაგრამ რადგან არ ჰქონდათ დისტანციური სწავლების საშუალება, აკადემიური შვებულება აიღეს. საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ დაწესებულებებში მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც მათ ლექტორთან ვიდეოთვალით ურთიერთობის საშუალება ექნებათ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ჯეიმს ვოლშმა ხაზი გაუსვა, რომ მას და სასჯელაღსრულების მინისტრს ერთნაირი ხედვა აქვთ მსჯავრებულთა რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებით.

„ამ დაწესებულებაში უამრავი საშუალებაა მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისთვის. ჩვენ ერთობლივი ხედვა გვაქვს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ პატიმრები აქედან გასვლის შემდგომ, საზოგადოებაში ინტეგრაციას დამოუკიდებლად ვერ მოახერხებენ. საჭიროა ალტერნატიული საშუალებები, სხვადასხვა ღონისძიება მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისათვის და მე-16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულება მსჯავრდებულებს სწორედ ასეთ ალტენრატიულ საშუალებებს სთავაზობს“, - აღნიშნა ჯეიმს ვოლშმა.

„მე-16 დაწესებულება დაბალი რისკისაა და აქ მყოფი მსჯავრდებულები არ არიან კრიმინალური სუბკულტურის მატარებლები. აქ თავსდებიან მხოლოდ ის მსჯავრდებულები, რომელთაც მულტიდისციპლინური ჯგუფი დაბალ რისკს უდგენს. ძალიან მალე აქ ავამუშავებთ ფეხსაცმელების ქარხანას, სადაც ყველა მსჯავრდებული დასაქმდება. გვინდა ნელ-ნელა გავფილტროთ კრიმინალური სუბკულტურის მატარებლები დანარჩენებისგან, რათა ადამიანებს სასჯელის ნორმალურად მოხდის საშუალება მიეცეთ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

N16 დაბალი რისკის დაწესებულებაში სტუმრობამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ესტუმრა, სადაც სისტემაში განხორციელებული რეფორმისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია პირადად მინისტრისგან,  კახა კახიშვილისგან მიიღო.

აშშ-თან თანამშრომლობის ფარგლებში პენიტენციური სისტემის ათობით თანამშრომელი იმყოფებოდა ვისკონსის შტატის სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში, ადგილზე გაეცნო მოწინავე პრაქტიკას, აიმაღლა კვალიფიკაცია და გადამზადდა. ქართულ-ამერიკული წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია N16-ე დაბალი რისკის დაწესებულება, სადაც მსჯავრდებულთა რისკებსა და საჭიროებებზე დაფუძნებული, სექტორული მართვის (ე.წ იუნით მენეჯმეტი) პრაქტიკა უკვე ამოქმედდა და ეტაპობრივად, პენიტენციური სისტემა მთლიანად გადავა მენეჯმენტის აღნიშნულ მოდელზე. განახლებულ დაწესებულებაში შექმნილი ინფრასტრუქტურა მსჯავრდებულებს სხვადასხვა, პროფესიულ და საგანმანათლებლო, მათი რესოციალიზაციისთვის მნიშვნელოვან პროგრამებში მონაწილების საშუალებას აძლევს.

აშშ-ს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო სარეაბილიტაციო პროგრამების მიმართულებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერას სამომავლოდაც განაგრძობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics