|
2024-04-09 11:35:30, 278 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ის ელჩს უმასპინძლა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, ელჩმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, ინფრაწითელი სპექტრომეტრი გადასცა. "მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების სურვილი გამოთქვეს. გიორგი ბუთხუზმა, აშშ-ის ელჩს და ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისათვის და აღნიშნა, რომ გადმოცემული დანადგარი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაძლებლობებს. რობინ დანიგანმა, ღონისძიების ფარგლებში გადმოცემული დანადგარი, მუშაობის პროცესში იხილა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. გადმოცემული ინფრაწითელი სპექტრომეტრი უზრუნველყოფს სხვადასხვა ასაფეთქებელი, ნარკოტიკული თუ ბოჭკოვანი ნივთიერებების შრეების კვლევას, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)