21:55 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-09 11:14:35, 283 ნახვა

საზოგადოება
თალაკვაძე - ეროვნულმა ბანკმა ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე 500 მლნ აშშ-ის დოლარის, 7 ტონა უმაღლესი სინჯის მონეტარული ოქრო შეიძინა და ჩვენი ქვეყნის რეზერვებს დაამატა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნულმა ბანკმა, ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე 500 მლნ აშშ-ის დოლარის, 7 ტონა უმაღლესი სინჯის მონეტარული ოქრო შეიძინა და ჩვენი ქვეყნის რეზერვებს დაამატა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან ერთად, ეს არის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი, რომ დღეს, ქვეყანას აქვს უფრო ძლიერი ეკონომიკა, დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება.

მისივე თქმით, მონეტარული ოქროს რეზერვი ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმია ეკონომიკური რყევების და ინფლაციის დასაბალანსებლად, ასევე ვალუტის სტაბილურობის და ინვესტორთა მეტი ნდობის მოსაპოვებლად. 

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნულმა ბანკმა, ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე 500 მლნ აშშ-ის დოლარის, 7 ტონა უმაღლესი სინჯის მონეტარული ოქრო შეიძინა და ჩვენი ქვეყნის რეზერვებს დაამატა. 

ბოლო წლებში, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან ერთად, ეს არის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი, რომ დღეს, ქვეყანას აქვს უფრო ძლიერი ეკონომიკა, დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. ხელისუფლების სწორმა ეკონომიკურმა და უსაფრთხოების პოლიტიკამ, ეროვნულ ბანკს საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს აქტივების დამატების ისტორიული შესაძლებლობა მისცა. 

მონეტარული ოქროს რეზერვი ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმია ეკონომიკური რყევების და ინფლაციის დასაბალანსებლად, ასევე ვალუტის სტაბილურობის და ინვესტორთა მეტი ნდობის მოსაპოვებლად. 

უკანასკნელ წლებში მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საერთაშორისო რეზერვებში ოქროს მოცულობა იზრდება, რადგან ოქრო განიხილება, როგორც უსაფრთხო აქტივი და დივერსიფიკაციის საუკეთესო საშუალება ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს. ბოლო მონაცემებით, 2023 წელს ოქროს რეზერვების მოცულობა მსოფლიოს წამყვან ბანკებში 1.3%-ით გაიზარდა. ოქროს საერთაშორისო რეზერვების მეოთხედს ანუ 25.4% აშშ-ი ფლობს; გერმანია - 10.5%, ხოლო იტალია და საფრანგეთი - 7.6%-ს. წარმატებები ჩვენს ქვეყანას!”- წერს არჩილ თალაკვაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics