|
2024-04-07 13:06:32, 305 ნახვა
საზოგადოება
ნინო ენუქიძემ გეოლოგებს პროფესიული დღე მიულოცა
აპრილის პირველ კვირას, საქართველოში გეოლოგიის დღის აღნიშვნა სათავეს 1966 წლიდან იღებს. პროფესიული დღე გეოლოგებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა, მისმა მოადგილეებმა - ნანა ზამთარაძემ და ირაკლი გელაშვილმა მიულოცეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სასარგებლო წიაღისეულის განკარგვა წარმოადგენს საამაყო, ღირსეულ და ამავე დროს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეს. ამასთან, განუსაზღვრელია უწყებაში დასაქმებული გეოლოგების როლი დარგის განვითარებაში. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, მინერალური რესურსები საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა და მნიშვნელოვან ეკონომიკურ აქტივს წარმოადგენს ქვეყნის განვითარებაში. „2024 წელსაც გავაგრძელებთ მუშაობას სასარგებლო წიაღისეულის რაციონალური გამოყენებისა და მისი ეკონომიკურ საქმიანობაში ეფექტიანად ჩართვის მიმართულებით. შენარჩუნდება წიაღითსარგებლობის ლიცენზიების გაცემის მზარდი ტენდენცია, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და ბიუჯეტში გენერირებული შემოსავლების მოცულობის გაზრდას,"- განაცხადა ნინო ენუქიძემ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)