22:04 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 16:31:45, 1120 ნახვა

პოლიტიკა
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეკა მიშველაძესთან ხელშეკრულება გაწყვიტა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეკა მიშველაძე სამსახურიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ჟურნალისტს დღეს წერილობით აცნობეს.

მიშველაძემ ოფიციალური წერილი მაუწყებლის გენერალური დირექტორისგან გიორგი ბარათაშვილისგან მიიღო. წერილში აღნიშნულია, რომ სსიპ "საზოგადოებრივ მაუწყებელი" ჟურნალისტთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტს.

ჟურნალისტმა წერილი საჯაროდ სოციალურ ქსელ facebook-ში გამოაქვეყნა.

წერილში საუბარია იმაზე, რომ მის მიერ წარდგენილი ახალი გადაცემის პროექტმა ვერ მიიღო შესაბამისი რეკომენდაცია და ასევე არ იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება მისი წარმოების დაწყების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

როგორც არხის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი განცხადებაში განმარტავს, ჟურნალისტის მიერ წარმოდგენილი ახალი პროექტის თემატიკა სსიპ "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" უკვე არსებობს ან წარმოებაშია. აქედან გამომდინარე, კომპანია ტელეწამყვანთან გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics