|
2024-04-04 14:24:48, 328 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი - დაგროვებითი საპენსიო სისტემა უმნიშვნელოვანესია საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად
სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო წლებში განახორციელა - ის მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკისთვის, ასევე საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საპენსიო სააგენტოს 2023 წლის და ბოლო 5 წლის საინვესტიციო საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, შემდეგი ამოცანა არის საპენსიო დანაზოგების კიდევ უფრო მეტი ეფექტურობით გამოყენება ეკონომიკაში, უპირველესად, პენსიონერების ინტერესების გათვალისწინებით, რადგან, მინისტრის შეფასებით, ყველაზე მთავარი მიზანია, პენსიონერებმა სტაბილურად მიიღონ დანაზოგებზე მეტი შემოსავალი და ეს ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, როგორც გრძელვადიანი საინვესტიციო რესურსი. „ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო უმნიშვნელოვანესი, ძალიან მგრძნობიარე რეფორმა, თუმცა, ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს მეორე საფეხურის საპენსიო სისტემა, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. გასულ წელს ნებაყოფლობითი დაგროვებითი საპენსიო სისტემის კანონმდებლობა მივიღეთ და საშუალებას ვაძლევთ მოსახლეობას, რომ ე.წ. „მესამე პილარშიც" ანუ მესამე ბლოკშიც მიიღონ მონაწილეობა კონკრეტულმა დასაქმებულებმა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი იყოს მათი დანაზოგი საპენსიო ასაკისთვის. თუმცა, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ქვაკუთხედი არის სავალდებულო საპენსიო სისტემა, რომელიც შემოვიღეთ, ამიტომ ჩვენი მიდგომა იყო საკმაოდ ფრთხილი და დაბალანსებული, რომ დღემდე მოვსულიყავით", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისივე შეფასებით, საპენსიო სააგენტოს 5 წლის საინვესტიციო საქმიანობა იყო ძალიან წარმატებული. „მილიარდ ლარზე მეტია ამონაგები, რეალური მოგებაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. პრეზენტაციაში იყო ნათქვამი, რომ oecd-ის კვლევის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა ნომინალური საინვესტიციო შემოსავლებით, ასევე რეალური შემოსავლებითაც საქართველო ერთ-ერთი ლიდერია, შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის საპენსიო სააგენტოში დაგროვილი დანაზოგები არის ყველაზე უფრო ეფექტიანად მართული დღევანდელ პირობებში", - განაცხადა მინისტრმა. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, 2023 წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონში, გადაიხედა საინვესტიციო წესები და მოთხოვნები, რომლებიც შესაბამისობაში მოვიდა ბოლო 5 წლის განმავლობაში კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებთან - დაიხვეწა აღსრულების მექანიზმი და რისკის მართვის ჩარჩო. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს საპენსიო სააგენტოს, სწორად და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად მართოს მოქალაქეების დანაზოგები და დაგროვილი კაპიტალი კიდევ უფრო ეფექტიანად მოხმარდეს ქართულ ეკონომიკას.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)