|
2016-02-10 16:05:07, 569 ნახვა
საზოგადოება
საჯარო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში უსინათლო პირები პერსონალური ასისტენტის მომსახურებთ ისარგებლებენ
შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის, უსინათლოთა დამოუკიდებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მერიასა და საქართველოს უსინათლოთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, სამედიცინო, სახელმწიფო და სხვა საჯარო დაწესებულებებში გადაადგილებისას უსინათლო პირები პერსონალური ასისტენტით იქნებიან უზრუნველყოფილი. აღნიშნული მომსახურებით თვეში 50-დან 80-მდე ტოტალური უსინათლო პირი ისარგლებლებს. პროექტი „მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა/ტოტალურ უსინათლოთა გამცილებლით მომსახურება“, თბილისის მერიამ 14 850 ლარით დააფინანსა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარემ ფრიდონ ლობჟანიძემ. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო თბილისის საკრებულოს წევრი, თბილისის მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი რატი იონათამიშვილი. გელა ჩივიაშვილის განცხადებით, მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია ტოტალურად უსინათლო ადამიანებისთვის, ვინც ვერ სარგებლობს სახელმწიფო სერვისებით, რადგან თბილისის მერიამ 2016 წელს გააგრძელა უსინათლოების გამცილებელ-ასისტენტით უზრუნველყოფის პროექტი. „ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული შშმ პირისთვის იქმნებოდეს თანაბარი გარემო. ეს არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობას, არამედ შესაბამისი სერვისები უნდა ხორციელდებოდეს, რაც შესაძლებელს გახდის ყველა კატეგორიის შშმ პირის დამოუკიდებელ და უსაფრთხო გადაადგილებას ჩვენს ქალაქში. ეს პროგრამა შარშან დაიწყო, წელს უფრო გაფართოვდა და ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში 290 000 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხით, მთელი წლის განმავლობაში, შშმ პირთა სხვადასხვა პროექტი დაფინანსდება.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)