2024-03-19 17:24:46, 1295 ნახვა
ომი უკრაინაში
პისტორიუსი - გერმანია უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა "რამშტაინის" ფორმატში მიმდინარე შეხვედრაზე უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების საკითხზე ისაუბრა.
როგორც პისტორიუსმა შეხვედრაზე აღნიშნა, გერმანია უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების გადასაცემად ემზადება, რაც 10 ათას საარტილერიო ჭურვს, 100 ჯავშანმანქანას და 100 სატრანსპორტო მანქანას მოიცავს.
"გერმანია უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების გადასაცემად ემზადება, რომელიც 500 მილიონი ევროს ღირებულების იქნება", - განაცხადა პისტორიუსმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,