2024-03-13 16:41:28, 1339 ნახვა
ომი უკრაინაში
კრივოი-როგზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
რუსეთის მიერ კრივოი-როგზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური კრივოი-როგის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ ვილკულზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვილკულის განცხადებით, ნანგრევების გაწმენდისას კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.
შეგახსენებთ, რუსებმა კრივოი-როგში საცხოვრებელი კორპუსები გუშინ, 12 მარტს დაბომბეს. იერიშის შედეგად ათობით ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი დაშავდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,