|
2024-02-29 14:42:10, 1195 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მათ ხელთ არსებული დაუსაბუთებელი წარმომავლობის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის წარმომავლობის წყაროს დაფარვის და კანონიერი სახის მიცემის მიზნით, თანხები საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებში, მათივე სახელზე გახსნილ ანგარიშებზე განათავსეს. აღნიშნულის შემდეგ საბანკო ანგარიშებზე მობილიზებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილი საზღვარგარეთ პირად საბანკო და მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე გადარიცხეს, ხოლო თანხის ნაწილით შეიძინეს კრიპტოვალუტა და საქართველოში მდებარე ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები. აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა განახორციელეს დაახლოებით 15 000 000 აშშ დოლარამდე დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა და ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა. გამოძიების დაწყებისთანავე, ყადაღა დაედო ბრალდებულების საბანკო ანგარიშებზე დარჩენილ თანხებს და მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა. აღნიშნულ პირებს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მათთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პროკურატურა, დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)