21:16 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-22 15:54:00, 1043 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანის საგარეო - ემანუელ მაკრონის მხრიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ წამოყენებულ უსაფუძვლო ბრალდებებს კატეგორიულად ვგმობთ

აზერბაიჯანი კატეგორიულად გმობს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მხრიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ წამოყენებულ უსაფუძვლო ბრალდებებს და მის განცხადებებს სომხეთის ცალმხრივად დაცვის შესახებ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სრულიად შეუფერებელია საფრანგეთისგან, საუბარი სომხების უფლებებსა და უსაფრთხოებაზე, რომლებმაც საკუთარი ნებითა და ყოველგვარი ძალადობის გარეშე დატოვეს აზერბაიჯანის ტერიტორიები.

„უკეთესი იქნებოდა, ფრანგულ მხარეს, რომელიც ალმათის დეკლარაციისა და ზოგიერთი რუკის ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას შეეხო, განემარტა, რატომ არ ლაპარაკობდა სომხეთის თითქმის 30-წლიანი აგრესიისა და აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ, მათ შორის სომხეთის მიერ აზერბაიჯანის რვა სოფლის ამჟამინდელ ოკუპაციაზე.

მიუღებელია, სომხეთის კრიტიკის ნაცვლად, აზერბაიჯანის არაპროპორციულ საპასუხო ზომებში დადანაშაულება, როდესაც სომხეთმა ყოველგვარი პროვოცირების ფაქტორების გარეშე დაარღვია სტაბილურობა, რომელიც თითქმის ხუთ თვეს გაგრძელდა. ასეთი მიკერძოებული მიდგომები უნდა შეწყდეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საფრანგეთის მზაკვრული პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში ახალი დაძაბულობის შექმნას, ასევე დაბრკოლების შექმნას მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, არ მოიტანს შედეგს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics