2024-02-19 20:26:54, 674 ნახვა
მსოფლიო
ფინეთმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარა
ფინეთმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჰელსინკის სურს ხაზი გაუსვას, რომ ნავალნის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება და სრულ, გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვენ.
„ჩვენ რუსეთს ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ“, - ნათქვამია ფინეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,