2024-02-17 12:39:25, 991 ნახვა
მსოფლიო
სასამართლომ დონალდ ტრამპს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეზე, 355 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა
ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ დონალდ ტრამპი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეზე დამნაშავედ ცნო და, ჯარიმის სახით, 355 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გარდა ჯარიმისა, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ნიუ-იორკის შტატში ბიზნესსაქმიანობა სამი წლით აეკრძალა.
ნიუ-იორკის პროკურატურა ტრამპს თაღლითობაში, დოკუმენტების გაყალბებასა და ცრუ ფინანსური ანგარიშების შედგენაში სდებდა ბრალს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,