|
2024-02-15 17:34:44, 600 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი - აზერბაიჯანი სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარებას კვლავ ცდილობს
აზერბაიჯანი სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარებას კვლავ ცდილობს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. როგორც ფაშინიანი აღნიშნავს, აზერბაიჯანის მხრიდან გაჟღერებული განცხადებები სომხეთის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის დარღვევა და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაა. „კომენტირების მცდელობას, რომ სომხეთის კანონმდებლობაში არის რაიმე დებულება, რომელიც ხელს უშლის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. როგორც უკვე ვთქვი, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დროს სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიეს შეთანხმებას მთელ რიგ მუხლებზე და ერთ-ერთი მათგანია, რომ მხარეებს არ შეუძლიათ, მიმართონ თავიანთ კანონმდებლობას სამშვიდობო ხელშეკრულების რომელიმე დებულების შესრულებაზე უარის თქმის მიზნით. შესაბამისად, სომხეთის კანონმდებლობაში არ არსებობს დებულება, რომელიც აფერხებს სამშვიდობო ხელშეკრულების განხორციელებას. ეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ საექსპერტო შეფასებაა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)