2024-02-15 10:26:26, 655 ნახვა
მსოფლიო
BBC - Super Bowl-ის აღლუმზე სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულია 21 პირი
ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისურის შტატში, კანზას-სიტიში Super Bowl-ში გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმზე სროლა მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, დაშავებულია 21 პირი, რომელთა შორის 9 ბავშვია.
პოლიცია აცხადებს, რომ სროლაში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,