00:27 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-14 13:15:27, 709 ნახვა

მსოფლიო
მედია - ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებამ რუსეთისგან საპროტესტო ნოტა მიიღო

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთისგან საპროტესტო ნოტა მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Ехо Кавказа ადგილობრივ ჟურნალისტზე, იზიდა ჭანიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

Ехо Кавказа-ს ცნობით, საპროტესტო ნოტა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შესახებ "გადაწყვეტილების რატიფიცირებას" შეეხება.

"არაოფიციალური ინფორმაციით, 3 დღის წინ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო საპროტესტო ნოტა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. კანონში შეტანილი ცვლილებები (რატიფიცირებასთან დაკავშირებით), რომელიც სახელმწიფო აგარაკის მესამე პირისთვის გადაცემას კრძალავს, ვიღაც კონკრეტულს არ აწყობს, ,თუმცა მთავარი კითხვა ეს არ არის, მთავარი ის არის, რატომ მალავს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი არც ოფიციალურ საიტზე და არც ტელეგრამზე", - წერს გამოცემა.

მედიის ცნობითვე, აღნიშნულ ინფორმაციას ე.წ. ოპოზიციაც ადასტურებს.

"ჩვენს ხელთ აღმოჩნდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა, რომელშიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეუბნებიან, გადაწყვიტოს თავისი პოზიცია - დაადასტურონ დებულებებისადმი ერთგულება, რაც გამომდინარეობს შეთანხმებიდან, ან რატიფიცირებამდე მიღებული საკანონმდებლო აქტებით. ამასთან დაკავშირებით, ვითხოვთ, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი თქვას ჩვეულ კულუარულ მუშაობაზე და გამოაქვეყნოს ნახსენები ნოტა. ასევე, საზოგადოების სრული უნდობლობის გათვალისწინებით, მოვითხოვთ, რომ აფხაზური მხარის პასუხი წინასწარ იყოს შეთანხმებული პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მიერ დაინტერესებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად აფხაზეთის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას და საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას", -  ნათქვამია ე.წ ოპოზიციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 27 დეკემბერს, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის "შეთანხმება" დაამტკიცა, ხოლო ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მას ხელი მოაწერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics