18:57 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-08 12:13:37, 738 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი კობახიძეზე - ივანიშვილს მობეზრდა ერთი სათამაშო, გაფუჭებული მოისროლა და მეორეს დაარქვა ამ ქვეყნის პრემიერი

ბიძინა ივანიშვილს მობეზრდა ერთი სათამაშო, გაფუჭებული მოისროლა და მეორე სათამაშოს დაარქვა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ოღონდ პრემიერი დაარქვა იმ კაცს, რომელმაც დაპატიჟა გავრილოვი, არაერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი და კაცი, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ აგრესიით გამოირჩევა, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუატმა, სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე, ირაკლი კობახიძეზე საუბრისას განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, საქართველოს აღნიშნულ პოსტზე "მორიგი არაფრისმაქნისი და არანაირი ძალაუფლების მფლობელი ადამიანი ჰყავს".

"ბიძინა ივანიშვილს მობეზრდა ერთი სათამაშო, გაფუჭებული მოისროლა და მეორე სათამაშოს დაარქვა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ოღონდ დაარქვა პრემიერი იმ კაცს, რომელმაც გავრილოვი დაპატიჟა, არაერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი, რომ თითქოს ვიღაც მეორე ფრონტის გახსნას გვთხოვდა იმისთვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი და კაცი, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ აგრესიით გამოირჩევა. მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია, საქართველოს ჰყავს მორიგი არაფრისმაქნისი და არანაირი ძალაუფლების მფლობელი ადამიანი, რომელსაც ჰქვია პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ხელში რჩება", - განაცხადა სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics