|
2024-02-07 23:52:44, 941 ნახვა
მსოფლიო
სალივანი - თეთრი სახლი უკრაინის დახმარების პაკეტის მიღებაზეა ორიენტირებული
თეთრი სახლი უკრაინის დახმარების პაკეტის მიღებაზეა ორიენტირებული, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. როგორც სალივანი აღნიშნავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებას უახლოეს მომავალში დათანხმდეს. „ეს არის სუვერენული გადაწყვეტილება, რომელიც სუვერენულმა ქვეყანამ უნდა მიიღოს. ცხადია, არჩეულმა ლიდერმა უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილება, არჩევანი იმის თაობაზე, თუ ვინ დაიკავებს სამხედრო ხელმძღვანელობის ზედა საფეხურებს. მე მხოლოდ ის შემიძლია, ვთქვა, რომ აშშ-ის მხრიდან, ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა როგორც უკრაინის მთავრობის, ასევე უკრაინის სამხედრო ძალების, მაგრამ საკადრო გადაწყვეტილებებს უკრაინელებს მივანდობთ. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი ვაშინგტონიდან ან ბრიუსელიდან“, - განაცხადა სალივანმა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)