03:39 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-07 09:45:07, 795 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

აზერბაიჯანში დღეს, 7 თებერვალს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ხმის მიცემის პროცესი უკვე დაწყებულია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის, მაზაჰირ პანაჰოვის განცხადებით, საარჩევნო უბნები, ადგილობრივი დროით, 08:00 საათზე გაიხსნა.

მისივე თქმით, ცესკოს საინფორმაციო ცენტრი კენჭისყრის მიმდინარეობისა და წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაციას 10:00, 12:00, 15:00, 17:00 და 19:00 საათზე გაავრცელებს.

საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის 7 კანდიდატი, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მონაწილეობს.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 6 მილიონ 478 ათას 623 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ ხმის მიცემა ქვეყნის მასშტაბით 6 537 საარჩევნო უბანზე შეუძლიათ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს მონიტორინგს 90 000-ზე მეტი დამკვირვებელი უწევს.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ განკარგულებას ხელი გასულ წელს მოაწერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics