|
2024-02-07 09:30:44, 853 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს. The Times Of Israel-ის ცნობით, ენტონი ბლინკენი სავარაუდოდ, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის ომის კაბინეტის მთავარ ოფიციალურ პირებს შეხვდება. ამასთან, როგორც მედია წერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელის ოფიციალურ პირებთან ერთად განიხილავს „ჰამასის“ პასუხს წინადადებაზე, რომელიც ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებასა და საბრძოლო მოქმედებების მუდმივ შეწყვეტას ითვალისწინებს. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელზე მოულოდნელი საჰაერო და სახმელეთო იერიშები წამოიწყო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქვეყანას პირველად 12 ოქტომბერს ეწვია. სახელმწიფო მდივანი ისრაელიდან იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნული ქვეყნების ოფიციალურ პირებს, მათ შორის პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა, 16 ოქტომბერს კვლავ ისრაელში დაბრუნდა. სახელმწიფო მდივნის მეორე ვიზიტი 3 ნოემბერს, მესამე ვიზიტი დეკემბრის, მეოთხე კი მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში შედგა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)