01:48 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-06 12:59:19, 647 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - მივმართავ ივანიშვილს - საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით ან ვინ რატომ მოგყავთ [ვიდეო]

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს - საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით ან ვინ რატომ მოგყავთ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსნებისას, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატია არა პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე ან მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ" ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას".

"ამიტომ, მივმართავ ბიძინა ივანიშვილს - საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს, რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე. საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით ან ვინ რატომ მოგყავთ. ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა მიზეზების გამო, რაც არ ვიცით. რადგან საზოგადოება მმართველობის ახალ, ევროპულ მოდელს ელოდება და ისიც უნდა იცოდეს და უნდა უთხრათ, თუ როგორ აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის. საზოგადოება თქვენგან პასუხს ელოდება, როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე-ჩინჩალაძეს. მაშინ, როცა ერთი მხრივ, ებრძვით, ან ასე ამბობთ, "ნაციონალურ მოძრაობას" და მეორე მხრივ კი, მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics