|
2024-02-06 11:57:10, 572 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი - ისინი, ვინც ცდილობენ, საქართველოს ტერიტორია რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენონ, საქართველოს რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის სამიზნედ აქცევენ
"ქართული ოცნების" კომუნიკაციების დეპარტამენტის "ფეისბუქის" გვერდი - "სინამდვილეში" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროს მკვლევარს, ქეთი შოშიაშვილს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საერთაშორისო გამჭვირვალობის" უფროსი მკვლევარი და "სირცხვილიას" აქტივისტი, ქეთი შოშიაშვილი სოციალურ ქსელში სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთას აკრიტიკებს: "ნახეთ რით არის საქართველოს უსაფრთხოების სამსახური დაკავებული მაშინ, როცა უკრაინას შეიარაღება არ ჰყოფნის და იმასაც დაუკვირდით, რომ ფსბ-ის აგენტების შემოსვლაში პრობლემას ვერ ხედავენ". სინამდვილეში, ისინი, ვინც ცდილობენ, საქართველოს ტერიტორია რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენონ, საქართველოს რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის სამიზნედ აქცევენ და ამით რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში ითრევენ. შეგახსენებთ, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელები იმ ადამიანებს შორის იყვნენ, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში საქართველოს მთავრობისგან უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნას ითხოვდნენ. სწორედ მაშინ ითქვა ფრაზა, რომ უკრაინისთვის რუსეთზე სანქციებით და მებრძოლების გაგზავნით დაუხმარებლობას "ბომბებისგან მიღებული ცეცხლი სჯობდა". "საერთაშორისო გამჭვირვალობა" იყო ასევე იმ NGO-ებს შორის, რომლებიც მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, ქვეყნის წალეკვის მუქარით მთავრობის გადადგომას და ახალ მთავრობაში საკუთარ მონაწილეობას ითხოვდნენ. ასეთი განცხადებები აჩენს აღქმას, რომ ისინი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთზე თავდასხმისთვის დერეფანს გახსნიდნენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორგანიზაცია, რომლის მიმდინარე პროექტების დაფინანსება, დაახლოებით, 6 000 000 ლარია, ანტიქართულ პროპაგანდას ავრცელებს",- ნათქვამია განცხადებაში.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)