01:49 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 17:35:46, 641 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა - ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" განხილვის ფარგლებში, დეპუტატებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა, იმ მნიშვნელოვანი რეფორმებისა და წინსვლის შესახებ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელდა. მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ 2023 წელსაც დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტო იყო და 64,87%-ს მიაღწია.

“პროექტები, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მომავალ წლებშიც აქტიურად გაგრძელდება, დიდი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენს სამინისტროში უკვე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და ეს პროცესი გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოებასა და მართლწესრიგზე პასუხისმგებელი უწყებაა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო გარემოს შექმნა და ქვეყანაში კრიმინალთან ეფექტიანი ბრძოლა.

ის რითიც ყოველ დღე ვამაყობ და რაც არის თითოეული პოლიციელის დაუღალავი შრომის შედეგი, არის სტატისტიკური მაჩვენებლები - დანაშაულის გახსნის სტატისტიკა, რომელიც ყოველწლიურად იზრდება და 2023 წლის ბოლოს უპრეცედენტო ნიშნულს, 64,87%-ს მიაღწია.” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამასთან ერთად, მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა კრიმინალური პოლიციის რეფორმის და საზღვრის დაცვის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ, ასევე, ორგანიზებულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მოდელსა და ბოლო წლებში პოლიციელების ანაზღაურების მნიშვნელოვან ზრდაზე.

ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სამინისტროში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ამჟამად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზების მშენებლობა მიმდინარეობს ქუთაისსა და გარდაბანში. ასევე, ისაუბრა სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენის შესახებ და განაცხადა, რომ 2024 წელს სამინისტროს 3 ახალი შვეულმფრენი ეყოლება.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებით. ,,Aირბუს Hელიცოპტერს“-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციას პირველი შვეულმფრენი მიმდინარე წლის მარტის თვეში გადაეცემა, ხოლო ივნისის ბოლომდე, განხორციელდება დამატებით 2 შვეულმფრენის გადმოცემა. ჯამში სასაზღვრო პოლიციას, მიმდინარე წელს, 3 ახალი შვეულმფრენი ეყოლება", - განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, მინისტრობის კანდიდატმა, ყურადღება პოლიციელთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ 2020-2024 წლებში საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასი მინიმუმ 58 %-ით გაიზარდა.

"ასევე, ისაუბრა თბილისში მიმდინარე „პოლიციის ქალაქის“ , მშენებლობაზე, სადაც 1000-მდე პოლიციელი ბინებს სიმბოლურ ფასად მიიღებს.

ვახტანგ გომელაურის თქმით მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი სამართალდამცველებისთვის პირველად, იზრდება პენსიის მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტი გაიზრდება 1000 ლარამდე.

ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ სამინისტრო მომავალ წლებშიც გააგრძელებს სხვადასხვა რეფორმისა და პროექტის განხორციელებას და დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას, ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა და არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ რეფორმებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, მედიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics