01:46 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 15:57:07, 739 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე ნაცვლიშვილზე - ენერგია დაიწუნა - „მუსტანგების“ ღმუილით არ შემოვსულვართ პარლამენტის ეზოში და შეიძლება, ეწყინა

ენერგია დაიწუნა, რა ვქნათ ახლა - „მუსტანგების" ღმუილით არ შემოვსულვართ პარლამენტის ეზოში და შეიძლება, ეს ეწყინა,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ "ლელოს" წარმომადგენელთან, ანა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით განახადა.

მინისტრობის კანდიდატმა საკანონმდებლო ორგანოში, 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ნაცვლიშვილის კითხვის პასუხად ევროკავშირთან დაახლოების კუთხით იუსტიციის სამინისტროს გეგმაზე ისაუბრა.

„ზუსტად 4-ჯერ ვახსენე ევროკავშირი. პირველი - ეს იყო ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის ერთიანი სახელმწიფო პლატფორმის დანერგვა, რაც არის უნიკალური ინსტრუმენტი და ნამდვილად დაეხმარება სახელმწიფო უწყებებს, რათა ბევრად სწრაფი და ეფექტიანი იყოს ევროკავშირის სამართალთან ქართული სამართლის ჰარმონიზაციის პროცესი; ასევე, ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ მეტი ინტენსიურობით გაგრძელდება ევროკავშირის სამართლებრივი აქტების თარგმნა ქართულ ენაზე, რაც მრავალ იურისტს და ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეთ სრული წვდომა ევროკავშირის სამართლის ბაზასთან; იმაზეც ვისაუბრე, რომ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება ევროკავშირის სამართლის ცენტრი; მეოთხე, რაზედაც ვისაუბრე - ეს იყო პარტნიორ სახელმწიფოებთან სამართლებრივი თანამშრომლობის გაფართოება. გასულ წელს ჩვენ გვქონდა სამართლებრივი ფორუმები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, ჩეხეთთან - ბუნებრივია, ეს ხელს უწყობს ევროკავშირთან დაახლოებას...

მე ვისაუბრე ამ 4 პუნქტზე, თუმცა, ქალბატონმა ანამ ეს ან არ, ან ვერ შეისმინა. მე ამაზე, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, არ მაქვს პასუხი, თუ რატომ ვერ გაიგო მან. მერე, ასევე, ენერგია დაიწუნა, რა ვქნათ ახლა - „მუსტანგების" ღმუილით არ შემოვსულვართ პარლამენტის ეზოში და შეიძლება, ეს ეწყინა ქალბატონ ანას",- თქვა ბრეგაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics