01:49 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 11:59:44, 643 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ოპოზიცია მთავრობის დაკომპლექტებას მხარს დაუჭერს თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს

რეალობაში არსებობს მხოლოდ ერთი გუნდი, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  მთავრობის დაკომპლექტების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

როგორც მან მედიასთან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.

„რა თქმა უნდა, სრული მხარდაჭერა აქვს ირაკლი კობახიძეს, მის გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, ის იქნება წარმატებული პრემიერ-მინისტრი. ძალიან ხშირად გვესმის განცხადებები გუნდების შესახებ. რეალობაში არსებობს მხოლოდ ერთი გუნდი, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ჩვენ ყველა ერთად ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, აქ მცხოვრებ მოსახლეობას და ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესს. ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება“,- განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ ისინი მინისტრობის კანდიდატებს მხარს არ დაუჭერენ, კახა კალაძე პასუხობს, რომ „ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარი საზოგადოების მხარდაჭერაა". 

„ჩვენთვის სიახლე არ არის მათი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. ისინი ძირითადად რადიკალიზმით შემოიფარგლებიან, რაც დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის. მათ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ეწინააღმდეგება ქვეყნის განვითარებას და მომავალს. პირველ რიგში კი, დამაზიანებელია მათთვის. საბედნიეროდ, ქვეყანაში ბევრი სწორად მოაზროვნე ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანის ძალისხმევით, ერთიანი ჩართულობით, საქართველოში ვერასდროს იქნება რადიკალიზმი წარმატებული და ყოველთვის იქნება მარცხისთვის განწირული, როგორც  გასული წლების განმავლობაში.

ოპოზიცია მთავრობის დაკომპლექტებას მხარს დაუჭერს თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ხელისუფლების წყარო არის ხალხი. სწორედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დღეს, ხელისუფლებას წარმოადგენს „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა“,- აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics