2024-02-03 16:09:49, 1039 ნახვა
მსოფლიო
პარიზში, ლიონის სარკინიგზო სადგურზე დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა
პარიზში, ლიონის რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.
ორმა დაშავებულმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ხოლო მესამემ შედარებით მძიმე, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,