|
2024-02-02 08:59:18, 689 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - მთავარი გამოწვევა დეოკუპაციაა - ამ გზაზე სიარული რამდენადაც საფრთხილოა, იმდენად საინტერესო პროცესია
გამოწვევა ბევრია ქვეყანაში. დღევანდელი მთავარი გამოწვევა არის დეოკუპაცია და ამ გზაზე სიარული რამდენადაც საფრთხილოა, იმდენად გამოწვევის თვალსაზრისით, არის არა მხოლოდ გამოწვევა, არამედ საინტერესო პროცესი, როდესაც შენ მშვიდობიანი გზით, დარწმუნების, შერიგებისკენ მოწოდების, შენი ქვეყნის განვითარებით და ამ განვითარების ჩვენი დების და ძმების მიმართ მესიჯების გაგზავნით, გარკვეულ ცვლილებებთან მიდიხარ,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, გამოწვევების კუთხით, პრემიერობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს ბევრი სამუშაო ექნება. „წინ ბევრი გამოწვევა გვექნება ირაკლის [კობახიძის] ხელმძღვანელობით, როგორც ქვეყნის პირველი პირისა, ამ მიმართულებითაც მას ბევრი სამუშაო ექნება. ეს ერთი და მან, როდესაც თავის, ძალიან მოკლე, მაგრამ პრაქტიკულად საპროგრამო სიტყვას ამბობდა, ორი მიმართულება გამოყო: საუბარი სწორედ ქვეყნის გამთლიანებაზე იყო, არა მხოლოდ ტერიტორიაზე, არამედ ხალხის შერიგებაზე, მათთან ერთად გაერთიანებაზე, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებაზე და სულიერ და ფიზიკურ გაერთიანებაზე, ეს ერთი ძლიერი მესიჯი და მეორე იყო სიღარიბის დაძლევა, ეკონომიკური განვითარება. ესეც იმ საკითხში გეხმარება, როცა ჩვენ დეოკუპაციაზე ვლაპარაკობთ ეს დაკავშირებული საკითხია - ევროპული გზა, ეკონომიკური განვითარება და ეს საკითხები ერთმანეთში იმდენად მძლავრად არის შერეული, ამის ყველაზე კარგი გაგებით, რომ ამას მარტივი მოქმედებები არ სჭირდება და ასევე მან აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ მიზნებს განსაკუთრებულად დავუახლოვდით“,- განაცხადა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
პაველ ჰერჩინსკი - ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, ევროპული საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იქნებოდა
ელჩი ჰერჩინსკი კობახიძეს: რას ელით, რომ „დიპ სტეიტზე“ გაგვიმართავთ დებატებს?
საგარეო გაფართოების ანგარიშზე - ტენდენციურია, მაგრამ დეტალურად შევისწავლით, დიალოგისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)