|
2024-02-01 16:12:26, 565 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე - მივიღე შემოთავაზება, განვიხილო ნატოში საქართველოს ელჩობის თანამდებობა - სავარაუდოდ, დავთანხმდები
მივიღე შემოთავაზება, რისთვისაც მადლობას ვუხდი ახალ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს - განვიხილო ნატოში საქართველოს ელჩობის თანამდებობა, სავარაუდოდ, დავეთანხმები - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. ბურჭულაძის თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდი მისთვის საამაყო 5 წელი იყო. "მივიღე შემოთავაზება, რისთვისაც მადლობას ვუხდი ახალ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს - განვიხილო ნატოში საქართველოს ელჩობის თანამდებობა. ამ თანამდებობას, სავარაუდოდ, დავთანხმდები, თუმცა მაქვს ფიქრის დრო. ეს 4 თვე იქნება ჩემთვის ამ 13-წლიანი საჯარო მოხელეობის შემდეგ, დასვენების პერიოდი, ასევე მივიღებ გადაწყვეტილებას, გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს“, - განაცხადა ბურჭულაძემ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ მთელ გუნდს თანამდებობებზე დარჩენა შესთავაზა, მას წასვლის სურვილი ჯერ კიდევ „თავდაცვის კოდექსის“ მიღების შემდეგ ჰქონდა. „მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს ყოფილ პრემიერს, რომ მან მომცა საშუალება, მასთან ერთად მემუშავა, რაც იყო ძალიან წარმატებული პერიოდი და უკეთ გამეცნო ჩვენი ჯარი. ძალიან ამაყი ვარ და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჯარისკაცს... პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მთელს გუნდს, ჩემთვის თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდი იყო საამაყო. მადლობელი ვარ ბატონი ირაკლი კობახიძის, რომელმაც მთელ გუნდს თანამდებობებზე დარჩენა შემოგვთავაზა. თუმცა, „თავდაცვის კოდექსის“ მიღების შემდეგ, მე მქონდა თხოვნა პრემიერთან წასვლასთან დაკავშირებით. მან მთხოვა, რომ ჯერ არ მიმეღო ეს გადაწყვეტილება და ბუნებრივია, პრინციპულად ვერ შევძლებდი ამ თანამდებობაზე მოღვაწეობას“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)