03:14 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-01 14:41:13, 566 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება, მას ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლებს

მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება, ჯუანშერ ბურჭულაძე საკუთარი სურვილით ტოვებს თანამდებობას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, აღნიშნულ პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლ ჩიქოვანი შეცვლის.

"რაც შეეხება მთავრობას, თქვენ იცით, რომ გასული სამი წელი იყო გამორჩეულად წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის, სტაბილური გარემოს შენარჩუნება, ჩვენ მოვახერხეთ და ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ, ეს იყო ის წარმატებები, რომელიც პირველ რიგში, დაკავშირებულია მთავრობის საქმიანობასთან, პირველ რიგში, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობასთან და რა თქმა უნდა, ამ წარმატებაში თავისი წვლილი მიუძღვის მთავრობის თითოეულ წევრს.

პირველ რიგში, ამის გათვალისწინებით, როდესაც საუბარი გვქონდა გუნდში მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით და მინდა, ხაზი გავუსვა, პირველ რიგში, რომ მთავრობის თითოეულ წევრს შევთავაზე დარჩენა, ერთადერთი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება. მე პატივს ვცემ მის პოზიციას, შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში, თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა. ეს არის ის შემადგენლობა, რომელიც ოფიციალურად წარედგინება პარლამენტს",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics