|
2024-02-01 13:08:14, 676 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა ხიდაშელზე - ტაივანი არის სეპარატისტების - თავდაცვის ყოფილი მინისტრი იქიდან იღებ დაფინანსებას და ცდილობ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა გააფუჭო, მავნებლობაზე მეტია
ჩემთვის აღმაშფოთებელი და მიუღებელი იყო ის განცხადებები, რაც გააკეთა ქალბატონმა ხიდაშელმა, ორმაგად აღმაშფოთებელი და მიუღებელია, როდესაც ამას აკეთებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სეპარატისტული რეგიონიდან დაფინანსებას იღებს. ტაივანი არის სეპარატისტების, იქიდან იღებ დაფინანსებას და ამით ცდილობ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა გააფუჭო და ჩიხში შეიყვანო - ეს მავნებლობაზე მეტია, მე თუ მკითხავთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, "მაშინ, როცა ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მთელი მსოფლიო, მათ შორის, ევროკავშირიც მუშაობს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ორგანიზაციის სეპარატისტული რეგიონიდან დაფინანსება მიუღებელია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია". "როდესაც მთელი მსოფლიო მიისწრაფვის იმისკენ, რომ ჩინეთთან ურთიერთობა დაალაგოს, დაათბოს, კიდევ უფრო გააძლიეროს, მათ შორის, ევროკავშირი, ცალკეული ქვეყნები და მათ შორის, ჩვენ. როგორც არასდროს, ისე გვჭირდება "შუა დერეფნის" განვითარება იმიტომ, რომ ჩვენი რეალური ფუნქცია რაც არის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი, რაც ვართ ისტორიულად, გეოგრაფიულად, ამის რეალიზების უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა პროექტით, რაც აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს და ამ დროს შენ გამოდიხარ და უტევ ჩინეთს. ვწუხვარ ძალიან, რომ ამ დონეზე დაეშვა ქალბატონო ხიდაშელი, თან ყოფილი თავდაცვის მინისტრი. შეცდომა იყო, ჩემი აზრით, ეს ჩვენს უახლოეს ისტორიაში და ამ შეცდომას ასწორებს ახლანდელი ახალი ისტორია, რასაც ჩვენ "ქართული ოცნება" ვწერთ. ასეთი მავნებლები, ასეთი ხელმოცარულები არ უნდა გააკარო არც ხელისუფლებას და არც პოლიტიკას. ეტყობა, რაღაც ფინანსური ინტერესი აქვს, თორემ, ნუთუ, ვერ ხვდება, რას აკეთებს და როგორ იქცევა? თან ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამ ქვეყნის, რომელსაც ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული",- განაცხადა ზარქუამ.
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
პაველ ჰერჩინსკი - ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, ევროპული საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იქნებოდა
ელჩი ჰერჩინსკი კობახიძეს: რას ელით, რომ „დიპ სტეიტზე“ გაგვიმართავთ დებატებს?
საგარეო გაფართოების ანგარიშზე - ტენდენციურია, მაგრამ დეტალურად შევისწავლით, დიალოგისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)