|
2024-01-30 15:39:31, 894 ნახვა
მსოფლიო
ორბანი - მზად ვართ, დავთანხმდეთ უკრაინის დაფინანსებას, თუ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელოთ თუ არა თანხის გაგზავნა
უნგრეთი მზადაა, დათანხმდეს ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინის დაფინანსებაზე, თუ მოგვცემენ გარანტიას, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელოთ თუ არა ამ თანხის გაგზავნა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა Le Point-თან ინტერვიუში განაცხადა. ორბანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთსულოვანი უნდა იყოს. "გადავწყვიტეთ, წარგვედგინა კომპრომისული შეთავაზება: არ ვეთანხმებით ბიუჯეტის ცვლილებას, არ ვეთანხმებით, რომ 50 მილიარდი ევრო, რაც ძალიან დიდი თანხაა, უკრაინას მივცეთ. არ ვეთანხმებით, რომ ოთხი წლით იყოს უზრუნველყოფილი და ა.შ. თუმცა, უნგრეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ოცდაშვიდი ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, თუ გარანტიას მოგცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას და ამ წლიურ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს იგივე სამართლებრივი საფუძველი, როგორც დღეს: ის უნდა იყოს ერთსულოვანი", - განაცხადა ორბანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)