|
2024-01-30 09:09:27, 782 ნახვა
მსოფლიო
კირბი - აშშ ირანთან ომით დაინტერესებული არ არის
ამერიკის შეერთებული შტატები არ არის დაინტერესებული ირანთან ომით,- ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა მას შემდეგ, რაც კვირას იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. კირბის თქმით, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა თავადაცვისთვის. "არ გვსურს ირანთან ომი. არ გვსურს უფრო ფართო კონფლიქტი რეგიონში. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაძაბულობა დავძლიოთ. მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს, რათა დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი ჯარები და ჩვენი ობიექტები",- აღნიშნა კირბიმ. ცნობისთვის, 28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. მომხდარის შედეგად 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 34 კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)