|
2024-01-29 23:54:05, 1073 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა განაცხადა. აღნიშნული სანქციები შეეხო 7 ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს, რომლებიც ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსსა და სამხედრო სტრუქტურას უკავშირდებიან. ახალი სანქციები მას შემდეგ გამოცხადდა, რაც პროირანულმა ჯგუფებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანეს. "ირანის რეჟიმი და მისი სახელით მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებები მიუღებელ საფრთხეს უქმნის ბრიტანეთის უსაფრთხოებას. ბრიტანეთმა და აშშ-მა გააგზავნეს მკაფიო გზავნილი: ჩვენ არ მოვითმენთ", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა. ცნობისთვის, 28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. მომხდარის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 34 კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)