|
2024-01-29 23:25:28, 1072 ნახვა
მსოფლიო
გონჩარენკოს თქმით, ვალერი ზალუჟნის გადადგომის შესახებ განუცხადეს - აღნიშნული უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა უარყო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის გადადგომის შესახებ განუცხადეს, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო Telegram-ზე წერს. როგორც გონჩარენკო აღნიშნავს, ზალუჟნის ევროპის ერთ-ერთი ქვეყანაში ელჩის თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა. „უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის გადადგომის შესახებ განუცხადეს, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ბრძანება ჯერ არ არსებობს. ზალუჟნის ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ელჩის თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა“, - წერს გონჩარენკო. აღნიშნულს მალევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვი, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებია. „დანამდვილებით გეტყვით რომ არა. პრეზიდენტს არ გაუთავისუფლებია მთავარსარდალი“, - დასძინა მან.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)